ხალხი თუ სახლში არ დარჩა, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.
“მე მინდა ვუთხრა ამომრჩევლებს, რომ ვიცით გაყალბება ამ ქვეყანაში არახალია. ყველაფერი გავლილი გვაქვს ტრადიციული გაყალბების ამ ქვეყანაში, მათ შორის, ე.წ. კარუსელები და ყველაფერი, რა ფორმითაც შეიძლება გაყალბება. არ არსებობს გაყალბება უფრო ძლიერი, ვიდრე ხალხი გამოსული, რომელიც თავის ნებას იტყვის.
ანუ თუ ხალხი სახლში არ დარჩა, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ სიმშვიდე დამოკიდებულია თქვენზე. ადრე გადით, საარჩევნო უბანზე, ნურავის და ნურაფრის გეშინიათ. მეც ვიქნები ადრე უბანზე, მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული, ცხადია, ეს ჩემი მოვალეობაა, ვიცოდე რა ხდება. ყველასთან ვიქნები კონტაქტზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანასა და ჩვენს ერთობლივ მომავალს სჭირდება”,- განაცხადა პრეზიდენტმა.