სარწმუნებული ვარ, რომ სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში ძალიან მალე და ძალიან სწრაფად. განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას.
"რუსეთი ვერაფერს აღწევს დღევანდელ დღეს. უკრაინაში ვერ აღწევს თავის მიზანს, კი გრძელდება [ომი], საშინელი, ტრაგიკული მომენტია უკრაინაში 2 წელია და მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს იმის მიუხედავად, რომ ითვლებოდა, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე ძლიერი ჯარი იყო. მოლდოვაში რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, იმის მიუხედავად, რომ დაიხარჯა ძალიან დიდი ფული და მე ველაპარაკე რამდენიმე კვირის წინ მაია სანდუს, კიდევ ერთი კვირის წინ მეორედ ვესაუბრე - უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, იქ პრორუსული ძალები ძალიან აქტიური იყვნენ და გამოყენებული იყო ყველანაირი ჰიბრიდული საშუალება, რაც არსებობს და ამის მიუხედავად, ეს ქალი დგას და რეფერენდუმი მოიგო რთულ პირობებში და ეს უდიდესი გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში ძალიან მალე და ძალიან სწრაფად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.