„ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს იყო რუსული საბჭოთა ბოდვითი თეორიებით გაფორმებული უტიფარი აღიარება იმისა, რომ ოლიგარქი საკუთარ ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს წირავს.
მისივე თქმით, ივანიშვილი მისი ინტერესების დასაცავად მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე.
„ეს კაცი რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა და ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის სწორედ მისი მსგავსი მსგავსი ადამიანის ძალაუფლებაში დარჩენა წარმოადგენს.
ამიტომაა თითოეული ხმა მნიშვნელოვანი, ასეთი პიროვნების დამარცხებას ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მისი საარჩევნოდ წალეკვა სჭირდება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.