"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქართულ ქარტიაზე ხელმოწერები იქნება დაცული.
"ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული. პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც.
სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე, პირველ რიგში, ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის - ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშინდელი საზოგადოების სურვილი, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და თუ ხელს გვიშლიან ამაში, და გვიშლიან ზოგიერთები, ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ ვინც ამაში ხელს გვიშლის." – განაცხადა ნიკა გვარამიამ.