დონეცკის ოლქში რუსეთის ძალების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული დრონები პორკოვსკის რაიონის სოფელ ნოვოუკრაინკას დრონებით თავს დაესხა. დაიღუპა 14 წლის მოზარდი.
კურახოვსკის რაიონის სოფელ იანტარნოეზე იერიშს კი 11 წლის ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა, რომლებიც თავდასხმის დროს სახლში იმყოფებოდნენ.
ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.