ევროკავშირი არის ყველაზე მშვიდობიანი პროექტი ისტორიაში, ჩვენ ვდგავართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის ჰკითხვეს, რომ, „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სურს პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-თან, მაგრამ არა ომის ხარჯზე“.
ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ ევროკავშირი ყველაზე მშვიდობიანი პროექტია ისტორიაში და ორგანიზაციას სურს, საქართველო ამ ოჯახის წევრი გახდეს.
„ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული, მშვიდობიანი პროექტი ისტორიაში. ჩვენ ვდგავართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის გვერდით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეღო ჩვენი კარი საქართველოსთვის. გვსურს, რომ საქართველო იყოს ჩვენი ოჯახის წევრი, გვსურს, რომ საქართველომ ჩვენთან ერთად გადაწყვიტოს ჩვენი კოლექტიური მომავალი. ახლა ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა შემოგვიერთდნენ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო არ გამოტოვებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ჰერჩინკსკიმ.