ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
"მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი ევროკავშირის მომავალი ახლა კონსტიტუციით იქნება გამყარებული. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ.
მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის“, - წერს სანდუ.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტინების 99.41% პროცენტის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.