ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ და პარტიის პოლიტსაბჭოს მოადგილემ, თათია ნიკოლაიშვილმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, "ქართული ოცნების" დავალებით მოქალაქეების დაში"ერთიანობა ნების კამპანიაში არიან ჩართულები.“
დავით მჟავანაძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მოპარვას სწორედ კრიმინალების მეშვეობით ცდილობს. საუბარია მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებზე, რომლებიც "ოცნებამ" ციხიდან გაათავისუფლა.
დავით მჟავანაძის განცხადებით - „არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და „ქართული ოცნება“ ცდილობს კრიმინალებზე, დამნაშავეებზე და ზონდერებზე დაყრდნობით ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები და ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე ნონიაშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე ჰქონდა სასჯელი და სამუდამო პატიმრობას იხდიდა და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუშვა. ასევე არის ვინმე გიორგაძე, რომელიც ასევე დამნაშავეა და რამდენჯერმეა ნასამართლევი და სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით ის ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები, თუმცა ეს სია არის უფრო დიდი, ვიდრე ეს რამდენიმე ადამიანია.“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ
საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა თათია ნიკოლაიშვილმა. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნების" ასეთი მობილიზაცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ბოლო დღეები აქვს დათვლილი.
ნიკოლაიშვილმა მოქალაქეებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ არ შევიდნენ "ოცნების" "ზონდერებთან" დაპირისპირებაში და ხმა იმ კოალიციას მისცენ, ვინც თავად სურთ.
თათია ნიკოლაშვილის განცახდებით - „ბიძინა ივანიშვილი მარცხდება გურიაში და ამაზე მიუთითებს მათთვის თავგამოდებული ჩხარტიშვილი და ჩიგოგიძე, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, ეს კრიმინალი ზონდერები და მოჭიდავე ადამიანები ჰყავს ჩამოყვანილი კონკრეტულად გურიაში იმისთვის, რომ იძალადონ ადამიანებზე. ნონიაშვილი, რომელიც იყო გლდანის მაყურებელი და პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და საზოგადოებაში კარგად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩიგოგიძის მიერ არის ის გამოშვებული. ასევე გეგეშიძეები, რომლებიც ცნობილი კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ, სრული მობილიზება აქვთ გურიაში ამ ადამიანებს, მათ შორის როყვა და ასევე ირაკლი დოლიძე, იგივე დოლა. ეს სრულად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ბოლო დღეები აქვს და ადამიანებზე ზემოქმედებით და ძალადობით ცდილობენ, რომ ხმები აიღონ მათ შორის გურიაში.
მინდა მივმართო გურულებს და საერთოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ შეეშინდებათ, აიღონ ფული, ნუ შევლენ დაპირისპირებაში, მთავარია, რომ ადამიანები, როდესაც მივლენ საარჩევნო უბნებზე, მხოლოდ მათ ეცოდინებათ, რა არჩევანს გააკეთებენ.“- განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.