„ქართული ოცნების“ არმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დღევანდელ მარშს და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ.
არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს. ასეთი ჯერ არ უქნია არავის“, – წერს მამუკა მდინარაძე.