ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ დღევანდელ ევროპულ მარშს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ეხმიანება.
როგორც როთი X-ზე წერს, საქართველოს მომავალი სწორედ ქართველი ხალხის ხელშია.
„ყველა ჩემს ქართველ მეგობარს ვუსურვებ მშვიდობიან მსვლელობას.
ნუ შეგეშინდებათ, იყავით ძლიერები და მტკიცე. ცვლილება შესაძლებელია!
საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!
საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია". - წერს როთი.