რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არსებობს ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში საკითხების განიხილვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ლავროვმა 3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში,
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ თავიანთი პირობები უკარნახონ სამხრეთ კავკასიას.
„მათი მიზანი არის არა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იქ არსებობს, არამედ ნატოს ინტერესების გატარება და ზეწოლის ბერკეტების გამოყენება. ნახეთ, რა მოხდა საქართველოში: მათ მიიღეს კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანებასთან დაკავშირებით, ასევე კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ევროკავშირმაც წამსვე განაცხადა, რომ საქართველო აღარ განიხილება ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად.
მიზეზი კი ის არის, რომ არ იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. გამოდის, რომ ევროპული ფასეულობები არის ძირგამომთხრელი საქმიანობის ფინანსირება დსა ლგბტ დღის წესრიგის გატარება.
ლავროვმა კიდევ ერთხელ მიუთითა დასავლეთის მცდელობაზე, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.
„დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში არის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ისევ სიტუაციის დაძაბვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ურთიერთობის გაფუჭება ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ლავროვმა.