20 ოქტომბრის ევროპულ მარშს ლანა ღოღობერიძეც უერთდება. რეჟისორის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში, ამიტომაც ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
“მარში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან აქ უნდა გამოჩნდეს, რამდენი ხალხია, რა სულისკვეთებით მოვედით, დღემდე. გვსურს თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილდღეობა, სიკეთე, ერთმანეთის გატანა, სიყვარული, ეს ყველაფერი, ერთად, არის იმაში, რომ ვიყოთ ერთად, ვიდგეთ ერთად და გამოვხატოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში დაგვიგროვდა გულში. ყველა უნდა მოვიდეს - ბავშვი, დიდი, პატარა. ამ დღეს, ყველა უნდა ვიყოთ ერთად და ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი", - ტვ პირველის ცნობით, აცხადებს რეჟისორი.
შეგახსენებთ, ევროპული მარში კვირას, 20 ოქტომბერს გაიმართება. 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან.