საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანდეს ევროკავშირში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი პიტერ ფიშერი X-ზე წერს.
ფიშერი ეხმიანება ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს.
"ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროკავშირის გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ - ევროპულმა საბჭომ.
თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ." წერს პეტერ ფიშერი.