"ქართული ოცნების დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოა, რომ პირველი - შეწყვეტილია, შეჩერებულია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი, მეორე -ასობით მილიონი უკვე დაკარგა საქართველომ, რომელიც უნდა მიგვეღო ევროკავშირისგან. მესამე - საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხი.“ - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპელი ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერები ელოდებიან:
"ქართული ოცნების დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოა, რომ პირველი - შეწყვეტილია, შეჩერებულია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი, მეორე -ასობით მილიონი უკვე დაკარგა საქართველომ, რომელიც უნდა მიგვეღო ევროკავშირისგან. მესამე - საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხი. ამ ყველაფერს ადასტურებს ევროკავშირის ელჩისა და ევროპელი ლიდერების განცხადება. ამიტომ, 26 ოქტომბერი ნამდვილად არის დიდი რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმის შედეგს ელოდება ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის ლიდერი, პირველი პირი, ამ დღეს გადაწყდება ჩვენ მივდივრთ ევროკავშირისკენ და კეთილდღეობისკენ და ვხდებით უსწრაფესად ევროკავშირის წევრი თუ საქართველო საბოლოოდ მოწყდება განვითარების ვექტორს, მოექცევა იზოლაციაში და დაემორჩილება უმძიმეს რეჟიმს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. მინდა ვთხოვო მათ, ვინც დღემდე ფიქრობს მივიდეს თუ არა არჩევნებზე, ყველა არმისული ადამიანი არჩევნებზე, არის მხარდაჭერა იმ იზოლაციონისტური პოლიტიკის, რომელიც აქვს "ოცნებას" და უარი ევროკავშირისკენ სვლაზე. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც კიდევ ორჭოფობს, იმ დიდი მასობრივი დეზინფორმაციული კამპანიიდან გამომდინარე, ხომ არ შეძლებს ოცნება გამოასწოროს ევროპასთან ურთიერთობები. დამთავრებულია ხალხო, "ოცნებას" გადაუსვა ხაზი აბსოლუტურად ცივილიზებულმა სამყარომ. არავინ არ აპირებს არც ივანიშვილთან, არც კობახიძესთან საუბარს, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, რომ სანქცირებულმა პირებმა ევროინტეგრაციაში რამე შედეგს მიაღწიონ, დამთავრებულია, ამიტომ დადგა დრო ჩვენ ყველამ დავამთავროთ ურთიერთობა ამ უმძიმეს ძალასთან. ასეთი ცხადი და ნათელი არასდროს არ ყოფილა არჩევანი - კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში.
კიდევ ერთი, რაც მინდა ვთხოვო საქართველოს მოქალაქეებს, ნუ დაკარგავთ თქვენ ხმას, დაუჭირეთ მხარი მხოლოდ იმ სასურველ ძალებს, რომელთაც შანსი აქვთ, რომ გადალახონ ბარიერი, ბარიერს მიღმა დაკარგული ხმა მოეხმარება ოცნებას. და ბოლოს, ოცნება მარცხდება ეს განწყობაა სრულიად საქართველოში, ახლა მნიშვნელოვანია მივიდეთ არჩევნებზე, წარმოიდგინეთ, იმ დონეზე იციან, რომ დამარცხებულები არიან, პირადობებს ყიდულობენ და ხალხს აშინებენ, თქვენს ხმას ვერავინ ნახავს ხალხო, ეს ელექტრონული აპარატები ჩვენი ინიციატივით მოვიდა, რომ თქვენი ხმა იყოს დაცული, ვერავინ ვერასდროს ვერ გაარკვევს, ვის მიეცით ხმა. ამიტომ, ამ შიშის დეზინფორმაციას ერთობლივად დავუპირისპირდეთ.
ვიმარჯვებთ ჩვენ, მივდივართ ევროპისკენ და განვითარებისკენ, მოვიშოროთ ივანიშვილი. ასე მკაფიო არჩევანი ჯერ არ ყოფილა არასდროს, ეს იყო გზავნილი დღევანდელი ევროკავშირის ელჩის, ეს იყო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობის ლიდერების, რომლებიც ელოდებიან, თუ რეფერენდუმში რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს." - განაცხადა ვაშაძემ