ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი, სავარაუდოდ, დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის ძალების მოქმედებების შედეგად, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
„ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების დროს სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ამოწმებს მონაცემებს, რომ ერთ-ერთი ტერორისტი, შესაძლოა, იყოს იაჰია სინვარი“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცის ძალების განცხადებაში.
ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ დაღუპულების ვინაობის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
განცხადების თანახმად, შენობაში, სადაც ტერორისტების „ლიკვიდაცია“ მოხდა, ისრაელელი მძევლების კვალი არ ჩანდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გაუმჟღავნებია ოფიციალური დეტალები იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩატარდა ოპერაცია. ისრაელელი სამხედროების განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირნში მისი წიამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამას“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სეპცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი.