ჰელსინკის კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ განაყოფად იქცა - ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადება.
“ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ განაყოფად იქცა. ისიც ფაქტია, რომ არჩევნებზე ამ განაყოფს არანაირი შედეგი არ ექნება [...] ქართველ ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს განასახიერებს”, - განაცხადა იონათამიშვილმა.
აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია: „მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”