უეფა-ს ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა.
„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა – ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო“, – ვკითხულობთ უეფა-ს განცხადებაში.
10 ოქტომბერს გამართულ ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად ალბანეთი მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ტირანას არენა “Air Albania”-ზე გამართული მატჩის დროს რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა.
უეფას ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ალბანელმა გულშემატკივრებმა დაბლოკეს საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებისკენ მიმავალი კიბე და ამისთვის ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა.
გარდა ამისა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4 750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12 500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.