ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეიოფში გავიდა.
52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში ფისნიკ ისაკიმ შორი მანძილიდან გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა 9 წუთში გაათანაბრა, გოლი ვასილიოს გორდეზიანმა თავით გაიტანა - 1:1.
71-ე წუთზე ანგარიში 2-მდე ნოდარ ლომინაძემ გაზარდა.
საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეიოფში თამაში გაინაღდა.