"არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია" - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს უთხრა. ამასთან, პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 ოქტომბერს ნიკა გილაურს შეხვდა.
ცნობისათვის, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გილაური საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატია.