ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში, „ქართულ ოცნება“ კარგად დაინახავს, რაც დაემართება, ამას ხალხი არ აპატიებს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„გზავნილებიდან, რაც დასავლეთიდან, ევროკავშირიდან და აშშ-დან ისმის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და მმართველობიდან უნდა წავიდეს. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით. ფაქტობრივად, ქვეყანას დააკლდება ყველა ის შემოდინებები, რაც უცხოეთიდან შემოდიოდა – კრედიტები, გრანტები, დახმარებები, ინვესტიციები. ქვეყანაში ჩამოიშლება ლარი, გაიზრდება ფასები და ქვეყანა დაიცლება. ეს არის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან და ამავე დროს, ეს არის თვალის ახელა ჯერ კიდევ იმ გაბრიყვებული ადამიანების, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ რაც დაემართება, ამას კარგად დაინახავს, ამას ხალხი არ აპატიებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.