უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი.
მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის განცხადებით, მტერმა ქალაქს С-300 ტიპის რაკეტებით შეუტია. დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტი, რესტორნის კომპლექსი, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
მისვე თქმით, ხანძარი გაჩნდა რესტორანსა და სავაჭრო ცენტრში, ცეცხლი 1 400 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას მოედო, რომელიც მეხანძრე-მაშვლებმა ოპერატიულად ჩააქრეს.