“ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე, საქართველო-ალბანეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, ამის გამო განსხვავებულ ტაქტიკასა და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ემჩნეოდა, რომ უთამაშებელია. იმედია, ვითარება შეიცვლება“, – განაცხადა სანიოლმა.