საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ გააკეთა.
"როგორც უკვე ვთქვით, ძალიან დაბალანსებული ჯგუფში ვთამაშობთ, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ნაკრებს შეუძლია. სანიოლს კარგად დალაგებული, ძლიერი გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება ტაქტიკური წარმატება არ გახლავთ. უბრალოდ, ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება ჰიმნს, მადლობას გიხდით იმ პატივისცემისთვის, რაც ჰიმნის დროს გამოხატეთ. ფეხბურთი სანახაობაა და ქართულმა მხარემ ძალიან კარგი ჟესტი დაგვანახა, ეს ძალიან დასაფასებელია.
დიდ მადლობას გიხდით პატივისცემისთვის, მეტოქის დაფასება ფეხბურთის ნაწილია.
ამ ჯგუფში ნებისმიერს შეუძლია მატჩის მოგება. ამისი მაგალითია ის, რომ საქართველომ ალბანეთში დაგვამარცხა. წინ ძალიან რთული ორი მატჩი გველის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა სილვინიომ.