საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა პირველ კომენტარი გააკეთეს.
ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად საგოლე მომენტებისა, სამწუხაროდ, შეტევები გოლად ვერ გარდაქმნეს.
„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დავალება შეგვესრულებინა. პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. იმათ კი მცირე მომენტები ჰქონდათ, რომელიც გარდასახეს გოლში და მაგის ხარჯზე დავმარცხდით სამწუხაროდ. გვინდოდა, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მოგვეპოვებინა, მაგრამ ვერ მოვიგეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომ 90 წუთის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. ვეცდებით, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ“, - განაცხადა ზივზივაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა 1:0 ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.