საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
გოლი მეტოქემ 48-ე წუთზე გაიტანა.
4 მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის უნდს, ჩეხეთისა და ალბანეთის მსგავსად, 6 ქულა აქვს და ჯგუფში ჯერ პირველ ადგილზეა. უკრაინისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები თავის შეხვედრას დღეს მოგვიანებით ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მორიგ მატჩს 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინასთან ჩაატარებს.
ფოტო: ეროვნული ნაკრები