"26 ოქტომბერს ამ ბლაყვებს აჭარაში და მთელ საქართველოში სეირი უნდა ვაჩვენოთ" - ასე მიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბათუმელ ამომრჩევლებს.
„ჩვენ ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შანსი გამდიდრების, რამ გაგვტანჯა, სად დავდივართ თხილის საკრეფად, სად დავდივართ მანდარინს, ჩაის საკრეფად, იქით რა აფრიკაა? თუ ის არის სამხრეთ ამერიკა და სხვა კონტინენტია და სხვა ჰავაა. ხომ იგივე ჰავაა, იგივე მოცემულობაა, რა გვიჭირს? ჩვენთან რატომ არ ჩამოდიან ისინი საკრეფად, რაღაცაშია ხომ საქმე, ამ რაღაცას მექრთამე მთავრობა ჰქვია. 26 ოქტომბერს ამ მართლა ბლაყვებს აჭარაში და მთელ საქართველოში სეირი უნდა ვაჩვენოთ, მივიდეთ და გავუშვათ ხელისუფლებიდან", -ამბობს ალეკო ელისაშვილი.