პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, სავარაუდოდ კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლირმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.
"დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა" - წერს დიპლომატი X-ზე.
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას“.