უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აწვდის არა მხოლოდ იარაღს, არამედ პირად შემადგემლობას უგზავნის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ალიანსი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, იზრდება.
ეს აღარ არის მხოლოდ იარაღის გადაცემა. ეს რეალურად ეხება ხალხის გადაყვანას ჩრდილოეთ კორეიდან საოკუპაციო სამხედრო ძალებში.
აშკარაა, რომ ასეთ პირობებში პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა განვითარდეს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის უფრო დიდ დიაპაზონზე და ჩვენი ძალების უფრო გადამწყვეტ მიწოდებაზე, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების ჩამონათვალი. საუბარია აგრესორზე ზეწოლის გაზრდაზე, რაც რუსეთისთვის იმაზე ძლიერი იქნება, რისი გაძლებაც შეუძლია,”- განაცხადა ზწელენსკიმ
მანამდე ამერიკის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა The Washington Post-ზე დაყრდნობით გამაცხადა, რომ რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკვე იბრძვიან უკრაინაში, გარდა ამისა, რამდენიმე ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადის წვრთნას რუსეთში და, სავარაუდოდ, მომავალში ისინი შესაძლოა ფრონტის ხაზზე გადაიყვანონ.