პენტაგონის განცხადებით, აშშ ისრაელში THAAD-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ჯარისკაცებს გაგზავნის.
პენტაგონის პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანებით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დაამტკიცა THAAD-ის თავდაცვის სისტემის განლაგება ისრაელში, 1-ელ ოქტომბერს ირანის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
„ეს ქმედებები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას დაიცვას ისრაელი და ისრაელში მცხოვრები ამერიკელები ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების შემდგომი თავდასხმისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.