რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მზად არის ისაუბროს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, მაგრამ მსგავსი წინადადებები არ მიუღია.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინი "ღია რჩება კონტაქტებისთვის".
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ კრემლს სატელეფონო საუბარის შესახებ ბერლინიდან წინადადებები არ მიუღია.
„არანაირი წინადადება არ ყოფილა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი არ არის მზად ოლაფ შოლცთან ისაუბროს უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.
Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი განიხილავდა პუტინთან სატელეფონო საუბარს ნოემბერში ბრაზილიაში G20-ის შეხვედრის წინ.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ამ პუბლიკაციის შემდეგ აღნიშნა, რომ შოლცმა ადრე გამოთქვა სურვილი, ესაუბროს პუტინს "შესაძლებლობის შემთხვევაში", მაგრამ ასეთი საუბრის გეგმები ჯერ არ არსებობს.
ბოლოს შოლცი პუტინს 2022 წლის ბოლოს ესაუბრა.