აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას გერმანიაში ჩასვლას გეგმავს, რომელიც ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.
გამოცემა Spiegel-ის თანამოსაუბრის თქმით, ბაიდენის ვიზიტის ორგანიზებაზე უკვე განიხილება გერმანიის მთავრობასა და უსაფრთხოების უწყებებში.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური შეხვედრები პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან პარასკევს,18 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვნად შემცირდა ბაიდენის განახლებული ვიზიტის პროგრამა.
იგეგმება, რომ შტაინმაიერი ბაიდენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენის დიდი ჯვრით დააჯილდოებს.
მასალაში ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი, სავარაუდოდ, დაეთმობა, პირველ რიგში, უკრაინის დასავლელი მოკავშირეების შემდგომ ქმედებებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს.