ეს არის შეშინებული რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სახე, რომელსაც თუ რამის ეშინია დღეს, ეშინია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ , რადგან იცის, რომ ვართ ძლიერები და ერთიანები, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა
როგორც ცნობილია, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ვარკეთილში პარტიის ოფისის დაარბიეს.
„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, მათ ზუსტად იციან ,რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება, დარჩა სულ 13 დღე. არიან შეშინებულები, ეს არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ, გაგვაჩერებენ. პირიქით, ვივლით წინ, ვივლით გამარჯვებისკენ და დიახ, ერთიანობით გავიმარჯვებთ. თუ კი ვინმესი ეშინია დღეს ივანიშვილის, ეშინია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, რადგან იცის, რომ გამორჩეულად ძლიერები ვართ, გამორჩეულად
ერთიანები ვართ და ამიტომ თავდასხმები არ სრულდება ჩვენ კოალიციაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და 26 ოქტომბერს აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ რუსულ მმართველობას საქართველოში.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.