"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ვარკეთილი 3-ის, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ოფისში ჩაამსხვრიეს შუშები და ოთახში საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს. ნადირაძის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, მომხდარი აჩვენებს იმას, თუ როგორი შეშინებულია ქართული ოცნება.
"დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. ამ დარბევების, ამ ძალადობის, მუქარის და სამარცხვინო ფაქტებია არავის არ გვეშინია,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორი შეშინებულია რუსი ოლიგარქი. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ნადირაძის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.
„შემთხვევა მომხდარია სავარაუდოდ გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული, შუსები დამტვრეული, შუშის ნამსხვრევებით არის აქაურობა. ბოთლები ისროლეს საღებავით სავსე. წინ არის უზარმაზარი სკვერი, სადაც განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და რომ უნდოდეთ ამის გამოძიება მარტივად მოხდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან დიდი შეხვედრა, 2000 კაციანი შეხვედრა, მას შემდგომ დაიწყეს სამგორის რაიონში ძალოვანი უწყებების მომაგრება საარჩევნო უბნებზე, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიაცემინონ ძალოვან უწყებებს სამგორის რაიონში, ახლა გააგრძელეს თავდასხმები დახედავთ რა მდგომარეობაშია ოფისი და როგორც ჩანს ეს ძალადობრივი თავდასხმები და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, მაგრამ დასასრული ამათი იქნება ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ის უბედურება, რაც 12 წელია „ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის ხელში ტრიალებს.
ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ შსს ამ ყველაფერს გამოიძიებს, არც კი მიგვიმართავს, ველოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამკვირვებლებს, მედიებს, ისინი გვინდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასევე მოვლენ ჩვენი პარტიული მეგობრებიც. რამდენი ფაქტი ყოფილა თავდასხმის, მაგრამ არცერთი საქმე არ გამოძიებულა, ამიტომ უბრალოდ აზრი არ აქვს მიმართვას შს-ს სამინისტროსთვის მიმართვას, რადგან ეს ტიტუშკები შსს-თან და პოლიციასთან ერთად მოქმედებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - 26 ოქტომბერს მოვიშოროთ ხელისუფლებიდან ეს მავნებლები, რომლებსაც არ სურთ ევროპა, ევროპული მომავალი და სურთ და რუსეთში ცხოვრება, სადაც არჩევნები ფაქტობრივად არ ტარდება და ადგილი აქვს მუდმივად ასეთ ძალადობრივ ფაქტებს.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.