უნგრეთის ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული კოალიციის“ ლიდერი ფერენც დიურჩანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კრიტიკის გამო დააჯარიმეს.
გამოცემა Telex-ის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ის დაახლოებით 35 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ამის მიზეზი ოპოზიციონერის განცხადება გახდა, რომ ორბანმა არა მარტო თავისი, არამედ უნგრეთის ღირსებაც გაყიდა.
„მან გაყიდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ავტონომია. დღეს უნგრეთს ჰყავს მოღალატე მთავრობა და მოღალატე პრემიერ-მინისტრი", - თქვა დიურჩანმა.
ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში მას და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შედეგად პოლიტიკოსი დაჯარიმდა
დიურჩანმა განაცხადა, რომ აპირებს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადატანას.