"კოალიცია ცვლილებისთვის" პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და კიდევ ერთხელ ადასტურებს "ქართული ქარტიით" გათვალისწინებული შეთანხმების ერთგულებას.
"პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას." ნათქვამია "კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაში.
პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დასახელებას აპირებს.