დონეცკის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, ვოლნოვახის რაიონში მტრისჭურვი მოხვდა ავტომობილს, დაიღუპა19 წლის მშვიდობიანი მოქლაქე, რომელიც ავტომობილს მართავდა.
გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა დარტყმები მიიტანეს პოკროვსკის რაიონზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქები სელიდოვო, სვერესკი და მირნოგრადი.
წინასწარი მონაცემებით, მტერმა დასახლებულ პუნქტებზე საარტილერიო იერიში განახორციელა.