საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან დაბრუნდა, სადაც უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩი გამართა.
ერთა ლიგის მომდევნო, მეოთხე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მეხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდი მატჩის წინა ვარჯიშს საგურამოში, „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დაწყებამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციას გამართავს.
ფოტო: ეროვნული ნაკრები