უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდა და მიხაილო მუდრიკის გოლით 0:1 დამარცხდა.
B1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, რომელსაც პოლონეთის ქალაქმა პოზნანმა უმასპინძლა, ერთმანეთს ლიდერი და აუტსაიდერი დაუპირისპირდნენ. მატჩის დასაწყისში პოზნანის სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და შეხვედრა დროებით შეჩერდა. გოლი საქართველოს ნაკტების კარში 35-ე წუთზე გავიდა. მიხაილო მუდრიკი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და გოლი გაიტანა.
3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელები ალბანეთთან 14 ოქტომბერს გამართავენ.