უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.
ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ უკრაინის არმიისთვის დახმარების ოდენობა არ შემცირდება და ბერლინი გააგრძელებს „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერას, ვიდრე რუსეთი წინააღმდეგობას უწევს სამართლიან დიპლომატიას და ომის სამართლიან დასრულებას.
უჯკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დღეს შოლცს „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს. მისი თქმით, დოკუმენტი შეიცავს ნაბიჯებს, რომელემაც შეიძლება აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი.
„მსურს, რომ ეს არაუგვიანეს 2025 წლისა მოხდეს. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრესიის არგამეორება. ეს გეგმა [გამარჯვების გეგმა] მშვიდობის სამიტის ჩატარებისთვის საჭირო ხიდია. ეს გეგმა არ ანაცვლებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, არამედ აძლიერებს უკრაინის პოზიციას“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.