ევროკავშირი მომავალ კვირას, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამოირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს. შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს მიიღებენ. იუწყება Reuters.
ევროკავშირის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგების თანახმად, რომელიც გაიმართება ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ”იქნება სანქციების პირველი პაკეტი ირანის მიერ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის კონტექსტში“.
Reuters-ის წყარომ განმარტა, რომ შეზღუდვები დაწესდება როგორც ფიზიკური პირების, ასევე ორგანიზაციების მიმართ. მან დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა.