“თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას.” - ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოლდოვის 2 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, “ოცნების” მმართველობის დროს არათუ გაიზარდა, არამედ ევროპული დაფინანსებები მთლიანად შეწყდა:
“ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, ბატონო ირაკლი, მოლდოვა ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო მიიღო, უკვე მიიღო ეს თანხა. მე გეკითხებით, თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს თანხა. მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებს თითქოს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის, ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღოო, 2 მლრდ მიიღო, თქვენ რატომ ვერაფერი ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით, 14 მილიარდიან ფონდზე წვდომა შეგვიძლია გვქონდეს და მოვიტანოთ საქართველოში, თქვენ ამბობთ, რომ არა. ხომ დადასტურდა ახლა თქვენი ტყუილი?
კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას. თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოსთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, წარმოების განვითარებისთვის, ეს არის ის კონკრეტული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ.
კიდევ ერთხელ გეკითხებით, ბატონო ირაკლი, გამეცით პასუხი ამ კითხვაზე, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მლრდ ევრო ევროკავშირიდან, თქვენ რატომ ვერაფერი მიიღეთ და პირიქით, რატომ შეწყდა ევროპული დახმარებები, ხომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როცა 14 მილიარდზე ვსაუბრობთ და თქვენ ხართ მტყუანი.” - განაცხადა ვაშაძემ.