უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორსართულიანი სახლი დაინგრა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. ინფორმაციას ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანლი ოლეჰ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, ადამიანები ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ.
როგორც კიპერმა აღნიშნა, მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, სამი ადამიანის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე, დაშავდა 10 ადამიანი, ცხრა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.