უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა კიევს დრონებით კვლავ შეუტია, მიმიდნარე თვეში რუსეთის ძალების ეს უკვე მეხუთე იერიშია. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა.
„რუსეთის არმიამ უპილოტო საფრენი აპარატებით სცადა კიევზე იერიში. კიევში დრონები სხვადასხვა მიმართულებით შემოვიდნენ“, -, აცახდებენ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში .
მათივე ცნობით, საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
.„საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით განეიტრალდა მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ემუქრებოდა დედაქალაქს, არ მიგვიღია ინფორმაცია ზარალის ან მსხვერპლის შესახებ“, - აღნიშნავენ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში.