“ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდებით, რომ მოსახლეობა დაიღალა რუსული რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით და სურს ცვლილებები, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში წინასაარჩევნო კაპმანიის ფარგლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობენ.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ კარდაკარის ფარგლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ერთი რამ ძალიან ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” რეჟიმით, ამ რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით, კრიმინალით, ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებით, დასაქმების კუთხით არსებული პრობლემებით და მოსახლეობა ითხოვს შველას, ეს ყველაფერი კი მოხდება მაშინ, თუ 26 ოქტომბერს მოსახლეობა მივა არჩევნებზე და გააკეთებს სწორ არჩევანს. “ქართული ოცნება” და მისი რუსული რეჟიმი აუცილებლად უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს და სხვანაირად შეუძლებელია. აუცილებლად გავისტუმრებთ და ქვეყანა თავის ევროპულ მომავალს დაუბრუნდება.