რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.
შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა დღეს მოაწერა ხელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.
რუსული მედიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლა განათლების მისაღებად, სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა.
დადგენილება ძალაში, ხელმოწერის დღიდან, 10 ოქტომბრიდან შევა.