7 ოქტომბერს საღამოს "ოცნების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო 250-დე ადამიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, რომელიც ცნობილია ზონდერ-ჯგუფების ხელმძღვანელად. შეკრების მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო პირადობის წართმევა 25 ოქტომბერს და დაბრუნება 27-ში. შეხვედრაში სიპებისა აიპების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.“- ამის შესახებ განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონის მთავარ შესასვლელთან, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გია თედორაძემ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების საიდუმლო შეხვედრებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს;
“ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, მაგრამ ჩვენი შეკრების მიზეზი არ არის ფეხბურთი. ფეხბურთელებს მე მინდა წარმატება ვუსურვო ხვალ. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის შემდეგი - 7 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ამ სტადიონის ვიპ დარბაზის უკან მყოფ დარბაზში იყო შეკრება, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ესწრებოდა 200-250 ძირითადად სიპების და აიპების წარმომადგენლები. ამ შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ბატონი გია ბასილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ ქუთაისის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, როგორც წესი ის ცნობილი მოზონდერო ჯგუფების კოორდინატორად. შეკრებას ასევე თბილისიდან ესწრებოდნენ პარტიის ცენტრალური ოფისიდან კაკულია და ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ იდენტიფიცირებული ოპოზიციური ამომრჩევლების და ძირითადად უფრო ხანში შესული ამომრჩევლების, რომლებიც ინერტულობით გამოირჩევიან, მათი განეიტრალება ნებისმიერი მეთოდით, შესაბამისი უბნების ავტორიტეტებით, იქნება ეს კრიმინალური თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის მიგზავნა და ყველა მეთოდით იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ. პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25 ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში ამ პირადობის მოწმობების დაბრუნება. მინდა შევახსენო ყველა საჯარო მოხელეს და ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს მესამე პირებისგან, ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს უშუალოდ ამ შეკრებაში მონაწილე ადამიანისაგან, ჩვენ ამ ადამიანის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე შეხვდა საერთაშორისო დამკვირვებლებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ შეხვედრის შესახებ სრული ინფორმაცია გადაეცა. მე ახლა მინდა ყველა საჯარო მოხელეს ძალიან მოკლედ წავუკითხო კანონის ის მუხლი, რომელიც ვრცელდება მასზე - არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელების ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე, იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობის მუქარით ან ჯგუფურად ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთთ ვადით 2-დან 3 წლამდე. ეს არის საარჩევნოს კოდექსის 162-ე მუხლი. მეგობრებო, სულერთია რა თანამდებობაზე ხართ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანისთვის არჩევნებში ხელის შეშლას და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, ისჯება კანონით, ჯგუფურად ჩადენილი როგორც წაგიკითხეთ ისჯება 3 წლამდე. ასე რომ, იქნება ეს ბატონი გია ბასილაძე, ბატონი მახარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც მოიყვანეს ეს ხალხი, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანები დაისჯებიან კანონის სიმკაცრით, მაგრამ კანონით დაისჯება ნებისმიერი, ვინც ჩამორთმევას პირადობის მოწმობას ადამიანს უკანონოდ და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობას.” - განაცხადა გიგი უგულავამ.