9 ოქტომბერს საღამოს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. 10 ოქტომბერს დილით მძიმედ დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინსიტრაციის ხელმზღვანელი ოლეჰ კიპერიTelegram-ზე ავრცელებს.
"სამწუხაროდ, გუშინდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. პორტის 46 წლის თანამშრომელი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჭრილობები ძალიან მძიმე იყო," - წერს კიპერი.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალები 9 ოქტომბრის საღამოს თავს დაესხნენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. თავდასხმის დროს დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი და საკონტეინერო გემი Shui Spirit.