ალბათ, საბჭოთა საქართველოს ჰქონდა ასეთი იზოლირებული მდგომარეობა, როგორც დღეს აქვს "ქართულ ოცნებას’’ - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა.
“საბჭოთა საქართველოს არ ჰქონდა კონტაქტები არავისთან გარდა მოსკოვისა და ეს იყო მათი ლიმიტირებული სივრცე და "ქართულმა ოცნებამ" თავის ლიმიტირებულ სივრცედ დაიყენა მხოლოდ რუსეთი, ისიც ძალიან დაბალ დონეზე, იმიტომ რომ მათი გზავნილები ვერ აისახა მაღალი ეშელონების მიერ განცხადებებში და სრული დისონანსი მოხდა და ჩამოიშალა მათი კამპანიის მთავარი ღერძი.
რუსეთისგანაც ძალიან დაბალ დონეზე არიან დაშვებულები, ამიტომაც წარმოუდგენელი მდგომარეობაა"- განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, რეზოლუცია ძალიან მოკრძალებულიa იმასთან შედარებით, რა განწყობებიც ევროპარლამენტში "ქართულ ოცნებაზე" არსებობს.
ის ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, რომ მას ოპოზიციაში გადასვლა უფრო აძლევს ხელს:
„ბიძინა ივანიშვილში რაციონალურმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს და მიხვდეს, რომ მას ოპოზიციაში გადასვლა დღეს ბევრად უფრო ხელს აძლევს, ვიდრე დარჩენა ხელისუფლებაში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.