„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლება ძალადობას არ ერიდება, მოსყიდვას არ ერიდება, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს უღალატობა, ერთგულება, პატრიოტიზმი და ამ პატრიოტიზმით ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ. 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა , ლევან ბეჟაშვილმა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რეალურად დღეს საქართველოში მართლა უღალატობა არის გამორჩეული თვისება და ეს თვისება თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ, რადგან ამ უღალატობით ვიცავთ დღეს ჩვენ საქართველოს ინტერესებს, ამ უღალატობით ვიცავთ ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვითხოვთ, ამ უღალატობით ერთად ვიბრძვით პარტიულად და ერთად ვიბრძვით საქართველოს გათავისუფლებისათვის. დღეს განსაკუთრებული პერიოდი უდგას საქართველოს, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს თარიღი ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი და გახსოვთ ალბათ პირველი სლოგანი მიხეილ სააკაშვილისგან გაცხადებული 2003 წელს, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ მაშინ იყო და ქართველ ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ამ 9 წლის განმავლობაში საქართველოს ჭაობიდან ამოყვანა და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ახლაც სწორედ 2024 წელს 26 ოქტომბერს ეს არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და აქ, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმძლავროთ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ და საქართველო და მიხეილ სააკაშვილი, რადგან როგორც ეს ჩემმა მეგობრებმა აღნიშნეს წარმოუდგენელია წარმოუდგენელია საქართველოს გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილის გარეშე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს გათავისუფლების გარეშე, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება ამ არჩევნებში. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლება ძალადობას არ ერიდება, მოსყიდვას არ ერიდება, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს უღალატობა, ერთგულება, პატრიოტიზმი და ამ პატრიოტიზმით ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ. წინ გვაქვს ძალიან დიდი საქმეები. იცით მიხეილ სააკაშვილის მუშაობის ტემპი, იცით როგორი ხედვები აქვს მას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ამიტომ საერთო გამარჯვებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყანაში 14 მილიარდიანი ევროს ინვესტიციების და ფონდების შემოსვლას, უზრუნველვყოფთ 1000 ლარიანი პენსიების დაწესებას და საპენსიო სესხების განულებას, უზრუნველვყოფთ ჩვენი ემიგრანტების დაბრუნებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ოჯახში არსებობს ადამიანი, რომელიც ემიგრაციაშია წასული და საქართველო ამ მხრივ დაიცალა. ჩვენი ემიგრანტები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარება. 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, საქართველოს ევროპაში გაწევრიანების დღე, ამიტომ ერთიანობით აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და 26 ოქტომბერს გელოდებით ყველას არჩევნებზე.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.