ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან კიდე ერთხელ გვიდასტურებს ერთ რამეს, რომ ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გამარჯვების შემდეგ მთავარი რასაც ჩვენ უზრუნველყოფთ იქნება ის, რომ დაფასდება მშრომელი ადამიანის შრომა, - ამის შეასხებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოსახლეობას შეხვდნენ.
„ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან კიდე ერთხელ გვიდასტურებს ერთ რამეს, რომ ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს სჭირდება რეალურად აბსოლუტურად ყველას, ყველა სოფლის მოსახლეობას, ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მთავარი, რასაც ჩვენ გამარჯვების შემდეგ უზრუნველყოფთ იქნება ის, რომ დაფასდება მშრომელი ადამიანის შრომა, მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს იცხოვროს ბედნიერად, ჰქონდეს მოტივაცია იმისა, რომ აწარმოოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქცია, იშრომოს იმისთვის, რომ მან შექმნას დოვლათი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც იქნება პირდაპირი გარანტი იმისა, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამას შეძლებს ქვეყანა, ამას შეძლებს ქართველი ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაბალი, ყველა სოფელი, მთლიანად კახეთი და მთელი საქართველო გაიმარჯვებს.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.